6 იანვარს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში მომზადდა გამოფენა, რომელიც მიეძღვნა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II–ის აღსაყდრების 35 და დაბადების 80 წლისთავს. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ბოლო 8 წლის მანძილზე საქართველოში ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის სახელობის რესტავრირებული ტაძრების ფოტოები, დაღუპვას გადარჩენილი ღვთისმშობლის ძველი ფრესკული გამოსახულებები საქართველოს ეკლესია-მონასტრებიდან. კერძოდ: აბედათის, აკაურთას, ამაშუკეთის, ბარალეთის, თბილისის დიდუბის, დმანისის სიონის, ვანის, ზარზმის, ზუმბიანის, თირის, გელათის, კორცხელის, მანავის, მანგლისის სიონის, ნიკორწმინდის, ნეკრესის, გრემის, ვარძიის, ატენის სიონის, პირღებულის, ქორეთის, ტბისის, ტიმოთესუბნის, ფიტარეთის საფარას, ქციას, კვიპროსის ღალიას, ყარაჯაანთ საყდრის, ყინცვისის, ახალი და ძველი შუამთის, ჩხიკვთას სიონის, ხატისოფლის, ხაშმის, ტაბაკინის, ხოშათიანის, ჭულეს, უბისას, ლიხაურის, ვაყას, მოწამეთას, ხარაგაულის ვარძიის, ნაკურალეშის, ზეგანის წმ. მარინეს, გრემისა და სხვა.
წარმოდგენილი ექსპონატები ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდმა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ წლების განმავლობაში საქართველოს მასშტაბით ერთობლივად აღადგინეს.

"გამოფენა პატრიარქს მივუძღვენით. დამთვალიერებლებს საშუალება მიეცათ, იხილონ ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი ძალისხმევით აღდგენილი სიძველეები. გამოფენას უწმინდესთან და უნეტარესთან ერთად გავხსნით“. - აღნიშნა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა.
გამოფენა ორ დღეში გაიხსნება და დამთვალიერებელს ერთი კვირის განმავლობაში უმასპინძლებს.

 

 

 SemoqmedebiTi