3 იანვარს, საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში გაიმართა სრულიად საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის,  უწმინდესისა და უნეტარესის  ილია II-ის აღსაყდრების 35 და დაბადების 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება.


ღონისძიებას ესწრებონენ წმინდა სინოდის წევრები, სასულიერო პირები, ხელისუფლების წარმომადგენლები და საზოგადო მოღვაწეები.


საღამოზე მონაწილეობდა წმინდა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდი და სხვა ანსამბლები.


პატრიარქმა მიმართა მრევლს, შეინარჩუნონ რწმენა, სიყვარული სამშობლოსადმი და გაუფრთხილდნენ  საკუთარ ფესვებს, რადგან ფესვების გარეშე ადამიანი სულიერად კვდება.

უწმინდესმა დალოცა ყველა ოჯახი, მისი ნათლულები, რომელიც უკვე 13 ათასამდეა საქართველოში.  პატრიარქმა მიმართა ხელისუფლებას, რომ გაუფრთხილდნენ, ეცოდებოდეთ გაჭირვებულები და დახმარება აღმოუჩინონ მათ.


 

 

 SemoqmedebiTi