28 დეკემბერს , საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა ანსამბლ „ფერხისას“  საღამო.

საღამოზე შესრულდა ხალხური სიმღერები და საგალობლები.

ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი „ფერხისა“ შეიქმნა 2008 წელს,  ნათია დათუაშვილის ხელმძღვანელობით. ანსამბლის ძირითადი შემადგენლობის ჩამოყალიბდა 2010 წელს.

ანსამბლის რეპერტუარში საქართველოს სხვადასხვა კუთხის ტრადიციული ფოლკლორის ნიმუშები და საეკლესიო საგალობლებია.

დაარსების დღიდან ანსამბლი „ფერხისა“ სხვადასხვა კონცერტებისა თუ ღონისძიებების, საქველმოქმედო საღამოების აქტიური მონაწილეა და თავადაც მართავს ამგვარი ტიპის საღამოებს. ღონისძიება საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

 

 SemoqmedebiTi