19 დეკემბერს, ნიკოლოზობის დღესასწაულზე, წირვის მერე, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე, საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში   მობრძანდა , აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს განათლების, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტის, სსიპ კინოცენტრისაფხაზეთი“, აფხაზეთის შემოქმედებით ბავშვთა კავშირისმომავლის ხმა ორგანიზებით გამართულ გამოფენა _ „ვიზრდებით აფხაზეთისთვის“ დაათვალიერა.
უწმინდესმა  აფხაზი ბავშვები დალოცა და აფხაზეთის შემოქმედ ბავშვთა კავშირს  „მომავლის ხმის“   წარმომადგენლებს საჩუქრად ათასი ლარი გადასცა.
ბავშვებმა უწმინდესს საკუთარი ნახატები  გადასცეს.
შეგახსენებთ, რომ გამოფენა გაიხსნა 16 დეკემბერს, რომელიც მიეძღვნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოს და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს ილია II-.
საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის დარბაზში გამოიფინა გალის რაიონის ოკუპირებული ტერიტორიის აფხაზეთის / საჯარო სკოლებისა და აფხაზეთიდან დევნილი შემოქმედი მოზარდების მშვიდობის თემაზე შექმნილი საუკეთესო ნახატები, თხზულებები, ამონარიდები საკუთარი ჩანახატებიდან და ესსებიდან.

 

 

 

 SemoqmedebiTi