19 დეკემბერს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა გორელი პოეტის, აკაკი ბიძინაშვილი პოეზიის საღამო.

საღამოზე მონაწილეობდნენ გორის რაიონის სოფელ  ბერშუეთის სკოლის  მოსწავლეები.  ბავშვებმა პოეტის ლექსები წაიკითხეს.

საღამოს ესწრებოდა თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის მიტროპოლიტი თადეოზი, რომელიც ბატონი აკაკის სტუდენტობის მეგობარია.

მეუფემ დალოცა სტუმრები და პოეტის შემოქმედებაზე ისაუბრა.

ღონისძიება საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

 

 SemoqmedebiTi