აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს განათლების, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტმა, სსიპ კინოცენტრმა „აფხაზეთი“, აფხაზეთის შემოქმედებით ბავშვთა კავშირმა „მომავლის ხმა“ , 16 დეკემბერს, საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში (წმ. სამების საკათედრო ტაძარი)  მოაწყო გამოფენა-წარდგინება _ „ვიზრდებით აფხაზეთისთვის“.

გამოფენა მიეძღვნა  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოს და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს ილია II-ს.

საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის დარბაზში გამოიფინა გალის რიონის ოკუპირებული ტერიტორიის აფხაზეთის ა/რ საჯარო სკოლებისა და აფხაზეთიდან დევნილი შემოქმედი მოზარდების მშვიდობის თემაზე შექმნილი საუკეთესო ნახატები, თხზულებები, ამონარიდები საკუთარი ჩანახატებიდან და ესსებიდან.

ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა:  აფხაზეთის შემოქმედ ბავშვთა კავშირის  „მომავლის ხმა“ მეგობარმა ანსამბლმა  „შავლეგო“; ხელოვნების სკოლა „აფხაზეთი N1“-ის ფოლკლორულმა ანსამბლმა „აგუძერა“.  შესრულდა  საგალობლები, ქართულ-აფხაზური სიმღერები.

ღონისძიებას ესწრებოდა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის  მინისტრი  თენგიზ მაისურაძე.

სტუმრებს  გადაეცათ ალმანახი „მე და მშვიდობა“, რომელშიც გამოქვეყნებულია აფხაზი შემოქმედი ბავშვების საკუთარი ლექსები, ესსები და ნახატები.

ალმანახი დაიბეჭდა უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით.

 

 SemoqmedebiTi