არტ-ფონდმა და საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდულმა ცენტრმა 9 დეკემბერს ახალგაზრდული ცენტრის დარბაზში მოაწყო მხატვართა კავშირის წევრის, ლია ბარნაბიშვილის 77 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საღამო.
ქალბატონ ლიას იუბილე მიულოცეს: თინათინ მღვდლიაშვილმა (პოეტი);  მარიკა კვალიაშვილმა (კომპოზიტორი); ლიკა ოხანაშვილმა (პოეტი); ნანა ცინცაძემ (პოეტი); მარინა კოლხიდაშვილმა (ანსამბლ „ინანას “ ხელმძღვანელი);  მერი სეხნიაშვილმა (პენსიონერთა კავშირის წევრი) და სხვებმა.
არტ-ფონდის დამფუძნებელმა,  ტარიელ სოხაძემ,  ქალბატონ ლიას საჩუქრად ღვთისმშობლის ხატი გადასცა.
გამოიფინა მხატვრის 175 ნამუშევარი. ნახატები შესრულებულია ბუმბულში.

 

 SemoqmedebiTi