ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო ფონდმა და საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდულმა ცენტრმა, საქართველო- დევნილთა მხარდაჭერისათვის, 7 დეკემბერს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში მოაწყო საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის, სოციოლოგიის დოქტორის პროფესორ ანზორ გაბიანის ახალი მონოგრაფიის "ნარკოტიკული ქვესკნელი და მისი ბინადრები" წარდგინება.
წიგნი ეძღვნება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესა და უნეტარეს ილია II-ს.


 

 SemoqmedebiTi