ინტელექტუალური კონკურსი "ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას"

2 0 1 2  -  2 0 1 3

საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით გაიმართება ინტელექტუალური კონკურსი: `ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას~ მოსწავლეთა შორის.

მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ტერიტორიასა და საზღვარგარეთ არსებული ნებისმიერი სკოლის მოსწავლეს;

კონკურსი გაიმართება ორ ასაკობრივ ჯგუფში: V-VIII და IX-XII კლასის მოსწავლეებში;

თითოეული გუნდი შედგება შვიდი ძირითადი და სამი სათადარიგო წევრისგან;

თითოეულ გუნდს ჰყავს მხარდამჭერები, რომლებიც შეასრულებენ ქართულ ხალხურ სიმღერასა და საგალობელს;

მხარდამჭერთა ჯგუფი ყალიბდება იმავე სკოლის მოსწავლეებით, რომლითაც დაკომპლექტებულია მოასპარეზე გუნდი.

ჩემპიონატი გაიმართება ხუთ ეტაპად:

1. სასკოლო;

2. სარაიონო;

3. ზონალური;

4. ნახევარფინალი;

5. ფინალი

ასევე ჩატარდება სანუგეშო ეტაპები, რომელიც გულისხმობს შემდეგ ეტაპზე გადასვლის შესაძლებლობას (იხ. კონკურსის დებულება).

თითოეულმა გუნდმა უნდა წარმოადგინოს განაცხადი, რომელშიც მითითებული იქნება:

) გუნდის სახელწოდება;

) კაპიტნისა და გუნდის წევრთა სია, თითოეულზე კლასის მითითებით;

) გუნდის ხელმძღვანელის საკონტაქტო მონაცემები;

) გულშემატკივართა მიერ შესასრულებელი საკონცერტო ნომრების ჩამონათვალი (ქართული ხალხური სიმღერა და საგალობელი);

) 50 კითხვა-პასუხი წმიდა წერილიდან (25 _ ძველი და 25 _ ახალი აღთქმიდან), თითოეულზე წყაროს მითითებით (გამოიყენეთ მხოლოდ საპატრიარქოს მიერ გამოცემული ბიბლია).

წყაროების მითითების მაგალითები: 1. (დაბ. 1; 7);  2. (მთ. 3; 19);  3. (I მეფ. 5; 12)

4. (აპოკ. 4; 7) და ..

განაცხადები მიიღება 2012 წლის 10 dekembramde, სამუშაო დღეებში (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით), 13.00 დან_18.00 საათამდე, როგორც წერილობით, ასევე ელექტრონული ფოსტის საშუალებით, მისამართ:

e-mail: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it

იმ შემთხვევაში, თუ რეგისტრაციამ წარმატებით ჩაიარა, თქვენ მიიღებთ სარეგისტრაციო ნომერს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაუკავშირდით ორგანიზატორებს ქვემოთ მითითებულ საკონტაქტო ნომრებზე.

მისამართი: .თბილისი, ელიას მთა. წმ. სამების საკათედრო ტაძარი. საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრი.

კონკურსის დებულება იხილეთ ვებ-გვერდზე: www.axalgazrdoba.ge ან ადგილობრივ რესურს-ცენტრში.

საკონტაქტო ნომრები: 595 95 54 54; 555 442 778;  599 553 733

 

 

 

 SemoqmedebiTi