მონაწილეობდნენ: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო სკოლებისა და ადგილობრივი სკოლების დევნილი 10 მოზარდი (14-17 წლის).

მოსწავლეებმა წაიკითხეს შემდეგი თემები:

•არზაყან (დიმიტრი) ემუხვარის წვლილი ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში.

•გიორგი შერვაშიძე და ქართულ-აფხაზური ურთიერთობები.

•ივანე გეგია-აფხაზეთის გამოჩენილი ქართველი მოღვაწე.

•ჩანაწერები არზაყან- დიმიტრი-ემუხვარის შესახებ.

•გიორგი შერვაშიძე-ქართულ-აფხაზური ისტორიული ძმობისა და ერთობის ბურჯი

•პეტრე ჭარაია და ქართულ-აფხაზური ურთიერთობები.

• საქართველო აფხაზი მოღვაწეების შემოქმედებაში.

•განათლებისა და მეგობრობის დამცველები.

•გიორგი შერვაშიძე და ქართველი საზოგადო მოღვაწეები.

•გიორგი შერვაშიძის შეხედულებები ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე.

კონფერენციის ბოლოს ბატონმა ირაკლი გელენავამ (კონფერენციის ორგანიზატორი), მონაწილე მოსწავლეებს ისტორიის წიგნები გადასცა.

კონფერენციას ესწრებოდნენ:

• აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი.

• აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე.

• აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე.

• აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და უმაღლესი საბჭოს წევრები.

• აფხაზეთის ისტორიის მკვლევარი მეცნიერები.

კონფერენციის მიზანი:

• საქართველოს ისტორიაში განსაკუთრებული წვლილის მქონე, აფხაზეთში მოღვაწე ადამიანების საქმიანობის წარმოჩენა და მოზარდებში ისტორიული ფასეულობებისადმი პატივისცემისა და სიყვარულის გაძლიერება.

 

 SemoqmedebiTi