8 ნოემბერს,   11:00 საათზე,     კომპანია ,,ტენტორიუმი“       საქართველოს საპატრიარქოს მხარდაჭერით  ახორციელებს პროექტს  ,,მე მიყვარს ფუტკარი“, რომელიც  საპატრიარქოს ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში  გაიმართება.

პროექტის მიზანია, საქართველოში შევინარჩუნოთ ფუტკრის მოვლის კულტურა და მოზარდებში დაინერგოს მისი გამაჯანსაღებელი პროდუქტების ყოველდღიური გამოყენება.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს თბილისის 20-მდე კერძო სკოლის მოსწავლე. ბავშვები წარმოადგენენ ხელით ნაკეთ ნივთებს, წაიკითხავენ თემებს, საუკეთესო ნამუშევარს ჟიური გამოავლენს.

პროექტში მონაწილე ყველა სკოლას გადაეცემა სიგელი, ხოლო თითოეულ მოსწავლეს _ სიმბოლური საჩუქარი.

 

 SemoqmedebiTi