6 ნოემბერს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა დეკანოზ პეტრე კვარაცხელიას ახალი კრებულის_ ''ადამიწა" წარდგინება.
კრებულში შესულია ახალი, ჯერ გამოუქვეყნებელი ლექსები. წინასიტყვაობის ავტორია ტარიელ ხარხელაური, რედაქტორი _ გელა დაიაური.
საღამოს უძღვებოდა გელა დაიაური. 
ღონისძიებაზე მამაოს შემოქმედებაზე ისაუბრეს და ლექსები წაიკითხეს: მამა გიორგი წეროდემ; ტარიელ ხარხელაურმა; მაყვალა გონაშვილმა; ნინო ვეკუამ; ნიკა ქვრივიშვილმა, ელენე გამგონიძემ და სხვებმა. 
დეკანოზ პეტრეს ლექსებზე დაწერილი სიმღერები შეასრულეს: ანსამბლმა "გორდელამ"; დებმა ''ზვიადაურებმა''; ანსამბლმა 'ინანამ'', ანა მალაზონიამ, დათო არჩვაძემ და მირანდა მაისურაძემ. 
საღამოს ესწრებოდნენ თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის მიტროპოლიტი თადეოზი და ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი. 
ღონისძიება საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

 

 

 SemoqmedebiTi