7 ნოემბერს, 18:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში (წმ. სამების საკათედრო ტაძარი) გაიმართება პოეტ თინათინ მღვდლიაშვილის ახალი წიგნის "ჭრიჭინებენ, ჭრიჭინებენ ჭრიჭინები" წარდგინება.

წიგნში შესულია პოეტის როგორც კარგად ცნობილი, ისე უცნობი ლექსები,სონეტები, ეპიტაპიები და თარგმანები. წიგნი ეძღვნება ჯემალ ბოლქვაძის ხსოვნას. რედაქტორები: მაია ჩოლოყაშვილი; ნანა სუხიტაშვილი. საღამოზე შეგეძლებათ ახალი კრებულის შეძენა.

საღამო საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით გაიმართება.

 

 

 

 SemoqmedebiTi