30 ოქტომბერს, 16:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში (წმ. სამების საკათედრო ტაძარი) გაიხსნება ბავშვების ნახატების გამოფენა.

გამოფენა ეძღვნება გაეროს დღეს (24 ოქტომბერი) და ყველასათვის ხელმისაწვდომი მდგრადი ენერგიის საერთაშორისო წელს.

გამოიფინება 5-17 წლამდე მოზარდების ნამუშევრები.

მონაწილეობენ: საქარველოში მცხოვრებ უკრაინელთა ასოციაცია; საქართველოში მცხოვრები თითქმის ყველა ეროვნების მოზარდი; სამხატვრო სტუდიების მოზარდები; საჯარო სკოლის მოზარდები.

ორგანიზატორები: გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში, ქალთა საზოგადოებრივი საქველმოქმედო ასოციაცია "ერთობა" და საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრი.

 

 

 

 SemoqmedebiTi