14 ოქტომბერს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა ცნობილი ქართველი მწერლის გიორგი ლეონიძისადმი მიძღვნილი საღამო.

 

ღონისძიებას უძღვებოდა დეკანოზი პეტრე კვარაცხელია. მამაომ,  მოწვეულ სტუმრებს სვეტიცხოვლობის დღესასწაული მიულოცა და გიორგი ლეონიძის შემოქმედებაზე ისაუბრა. 
საღამოზე მწერლის შემოქმედების შესახებ ისაუბრეს და ლექსები წაიკითხეს:  მარი ელ-ხასანმა, ნინო ტარყაშვილმა, გიორგი ხატიაშვილმა, გიორგი ჩადუნელმა, მედეა მოსულიშვილმა და სხვებმა.
ღონისძიებაზე ხალხური სიმღერები  მირანდა მაისურაძემ შეასრულა.


შეგახსენებთ, რომ საღამოები  იმართება  ყოველ კვირას, 19:00 საათზე.

 

 

შემდეგ კვირას, 21 ოქტრომბერს, გაიმართება ცნობილი ქართველი პოეტის ლილი ნუცუბიძისადმი  მიძღვნილი საღამო.  28 ოქტომბერს, გაიმართება ქართველი მწერლის, პუბლიცისტის, საზოგადო მოღვაწის, გრიგოლ რობაქიძისადმი მიძღვნილი საღამო.

 

 

 

 SemoqmedebiTi