19 ოქტომბერს საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის დარბაზში გაიმართა თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის მიტროპოლიტ თადეოზის (იორამაშვილი) 65 წლის იუბილესადმი მიძღვნილი წიგნის "იცნოს სოფელმან'' - წარდგინება.

წიგნში შესულია ცნობილ ადამიანთა წერილები, მილოცვები და მეუფე თადეოზისადმი მიძღვნილი ლექსები, ასევე მეუფის ინტერვიუები, ლექსები და წერილები.

წიგნში არის ფოტომასალა მიტროპოლიტის პირადი არქივებიდან.

საღამოზე მეუფე თადეოზის შესახებ ისაუბრეს ცნობილმა მწერლებმა და საზოგადო მოღვაწეებმა. ღონისძიებაზე შესრულდა მეუფის ლექსებზე შექმნილი სიმღერები.

 

 SemoqmedebiTi