22 ივნისს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა კონკურსისჩვენ ვსწავლობთ ბიბლიასფინალი უმცროს ასაკობრივ ჯგუფში.

მონაწილეობდნენ:
ლაზარე“_ თიანეთის N1 საჯ. სკოლა /14 ქულა.
კარიბჭე“_ ხონის ტექ-შემოქმედების გიმნაზია /26 ქულა.
დასაბამი“ _ თბილისის N191 საჯ. სკოლა /22 ქულა.
კიდობანი“_ საგარეჯოს N4 საჯ. სკოლა /16 ქულა.
ზანდუკი“_ ქარელის წმ.გიორგი მთაწმინდელის სახ.გიმნაზია /22 ქულა.
ღვთის მოშიშნი“_ მესტიის /, ლატალის საჯ. სკოლა /26 ქულა.
ძლევაი“_რუსთავის #4 საჯ. სკოლა /24 ქულა.


გამოვლინდა გამარჯვებული გუნდები:

პირველ ადგილზე გავიდა „კარიბჭე“_ ხონის ტექ-შემოქმედების გიმნაზია. - 25 ქულა

მეორე ადგილი დაიკავა „ღვთის მოშიშნი“_ მესტიის რ/ნ, ლატალის საჯ. სკოლამ. - 22 ქულა

ხოლო მესამე ადგილზე გავიდა „დასაბამი“ _ თბილისის N191 საჯ. სკოლა. - 21 ქულა

კონკურსი ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას მეოთხე წელია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II - ლოცვა-კურთხევით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით და საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის ორგანიზებით მიმდინარეობს.

 

 

 SemoqmedebiTi