17 ივნისს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა ვაჟთა და გოგონათა ანსამბლფერხისას საქველმოქმედო  სოლო-კონცერტი.

საღამოზე ქართული ხალხური სიმღერები და საეკლესიო საგალობლები შესრულდა.

ღონისძიებიდან  შემოსული თანხა  ბედიანის   მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა სახლს გადაეცემა.

ბავშვთა ანსამბლი „ფერხისა“ 2008 წელს შეიქმნა. ხელმძღვანელობს ნათია დათუაშვილი.

ღონისძიება ანსამბლფერხისასხელმძღვანელის ნათია დათუაშვილისა და საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

 

 

 SemoqmedebiTi