5 ივნისს   საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში მოეწყო ალექსანდრე დვორკინის წიგნის „სექტოლოგიის“ პირველი ტომის - „წმინდა წერილი და გადმოცემა სექტანტური პოლემიკის ჭრილში“ - წარდგინება,  რომელიც თარგმნა და გამოსცა გამომცემლობამ „ახალი ივერონი“.

წიგნი წარადგინეს:  დეკანოზმა მაქსიმე ჭანტურიამ  და  თავად წიგნის ავტორმა, ალექსანდრე დვორკინმა.

წიგნი გამოცემულია, როგორც ბეჭდური ისე ელექტრონული სახით.            

ალექსანდრე დვორკინი (დაბ. 1955 წლის 20 აგვისტო, მოსკოვი) - თანამედროვე რელიგიური სექტანტობის რუსი მკვლევარი, ანტისექტანტური მოძრაობის აქტიური წევრი და ერთ-ერთი ლიდერი, ეკლესიის ისტორიის სპეციალისტი, მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი, საზოგადო მოღვაწე და მწერალი, 10 წიგნისა და 500-მდე პუბლიკაციის ავტორი, რომლებიც მსოფლიოს 15 ენაზეა თარგმნილი. ალ. დვორკინთანაა დაკავშირებული ტერმინის - „ტოტალიტარული სექტის“ შემოღება და გავრცელება.
ალ. დვორკინს მიღებული აქვს სადოქტორო ხარისხი შუა საუკუნეე-ბის ისტორიის განხრით (ფორდჰემის უნივერსიტეტი, ნიუ-იორკი, 1988 წელი). მის დისერტაციაზე მუშაობა მიმდინარეობდა პროტოპრესვიტერ იოანე მეენდორფის ხელმძღვანელობით. ალ. დვორკინს ასევე მინიჭებული აქვს რუსული ლიტერატურის ბაკალავრის სამეცნიერო ხარისხი (ჰანტერ-კოლეჯი, ნიუ-იორკი, 1980 წელი) და ღვთისმეტყვე-ლების მაგისტრის ხარისხი (წმ. ვლადიმერის სახელობის სასულიერო სემინარია, 1983 წელი). ალ. დვორკინი გახლავთ წმ. ტიხონის სახელობის მართლმადიდებლური ჰუმანიტარული უნივერსიტეტის პროფესორი და იმავე სასწავლებლის მისიონერული ფაკულტეტის სექტოლოგიის კათედრის გამგე.
ამავდროულად, ხელმძღვანელობს ისეთ ანტისექტანტურ ორგანიზაციებს, როგორებიცაა: „რელიგიისა და სექტების კვლევის ცენტრების რუსული ასოციაცია“, „წმ. ირინეოს ლიონელის სახელობის რელიგიური კვლევის ცენტრი“, სექტანტური მოძრაობების კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტი „დიალოგ-ცენტრი“, „სექტანტობის კვლევისა და მის შესახებ ინფორმაციის უზრუნველყოფის ცენტრების ევროპული ფედერაცია“.

 

 SemoqmedebiTi