27 მაისს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა საქველმოქმედო ღონისძიება  - „გრძნობებით დანახული სამყარო“.
ღონისძიებაში   მონაწილეობდნენ:  ქ. თბილისის #202 უსინათლო ბავშვთა საჯარო სკოლა,  ქ. თბილისის   N 200 სკოლა - პანსიონი, საჯარო, კერძო, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული სკოლების მოსწავლეები, საქართველოს მწერალთა კავშირი და  ახალგაზრდა მხატვრები.
მოეწყო გამოფენა - გაყიდვა.   გამოიფინა  საქართველოს მწერალთა კავშირის მიერ გადმოცემული წიგნები, ახალგაზრდა მხატვრების ნახატები  და ყველა მონაწილე სკოლის მოსწავლეების ნამუშევრები.
ქ. თბილისის NN202 უსინათლო ბავშვთა საჯარო სკოლის მოსწავლეებს გადაეცათ საჩუქრები და  ღონისძიებიდან შემოსული თანხა.
ღონისძიება საერთაშორისო გაზეთი  `Caucasus Times  საქართველოს“, საქართველოს საპატრიარქოს და საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

 

 

 SemoqmedebiTi