16 მაისს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა პროექტქართული მართლმადიდებლური კულტურის ძეგლებისკომპაქტდისკის წარდგინება.

ღონისძიებას ესწრებოდა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე).  მეუფემ, დალოცა პროექტის ორგანიზატორები და დამსწრე საზოგადოება.
ქართველმა მეცნიერებმა ქართული მართლმადიდებლური ტაძრების სამგანზომილებიანი კომპიუტერული პროგრამა შექმნეს.

პროგრამა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტომ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის კონკურსის ფარგლებში 150 000-მდე ლარით დააფინანსა.

კომპაქტდისკში წარმოდგენილია სვეტიცხოვლის, გელათის, ალავერდის ჯვრის, ბოლნისის სიონის, დავით გარეჯის, შიო მღვიმის, ანანულის ტაძრებისა და მონასტრების `3-D~ მოდელირებით შესრულებული გამოსახულებები.


ღონისძიება პაატა ჯაშისა და საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.



 

 

 SemoqmedebiTi