25 აპრილს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა ახალგაზრდა პოეტის გიორგი რამაზაშვილის შემოქმედებითი საღამო.

ღონისძიებაზე მონაწილეობდნენ მსახიობი ბექნუ ქაფიანიძე, ფოლკლორისტი ბექა სეხნიაძე, გიორგი დოლიაშვილი და თეა თეთრაძე.

გიორგის ლექსები წაიკითხეს 14-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა.ხალხური სიმღერები ანსამბლ „ებანმა“ შეასრულა.

ღონისძიება საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

 

 

 SemoqmedebiTi