18 აპრილს ახალგაზრდულ ცენტრში გაიხსნა ხატმწერ ქეთევან ყურაშვილის და ილია მართლის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა, რომელიც 21 აპრილამდე გაგრძელდება.

ხატმწერი ქეთევან ყურაშვილი ქალაქ სენაკში, 1983 წლის 10 სექტემბერს დაიბადა. საშუალო სკოლაში სწავლის პარალელურად იგი სამხატვრო სასწავლებელში ხატვის საფუძვლებს ეუფლებოდა.

2003 წელს იგი სწავლას იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში აგრძელებს. ამ პერიოდიდან, მხატვარი აქტიურ მონაწილეობას ღებულობს სხვადასხვა ჯგუფურ გამოფენებში.

2003 წელს ქეთევანი, აპოლონ ქუთათელაძის სახელობის, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტი ხდება.

უმაღლესი სასწავლებლის დასრულების შემდეგ, ქმნის ქართული ტრადიციული იკონოგრაფიით შესრულებულ მართლმადიდებლურ ხატებს.

2006 წლიდან ილია მართლის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში ასწავლის ხატწერას.

გამოფენაზე წარმოდგენილია 12-16 წლის ასაკის მოსწავლეების მიერ შექმნილი ხატები.

გამოფენა საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის ორგანიზებით გაიხსნა.

 

 

 SemoqmedebiTi