ორშაბათს, 20 თებერვალს, 19:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში (წმ. სამების საკათედრო ტაძარი) გაიმართება ქართული ტრადიციული მუსიკის საქველმოქმედო საღამო.

მონაწილეობენ:

· მგალობელთა გუნდი „აღსავალი“.

· ფოლკლორული ანსამბლი „დიდგორი“.

· მგალობელთა გუნდი „იალონი“.

· ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი „კირიალესა“.

· მამა დავითის მონასტრის მგალობელთა გუნდი.

· ფოლკლორული ანსამბლი „სახიობა“.

· ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი „ფერხისა“.

საღამოდან შემოსული თანხა სამკურნალოდ გადაეცემა ჩვილ ბარბარე რუხაძის ოჯახს.

ღონისძიება გუჯა ნარიმანაშვილისა და საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის ორგანიზებით გაიმართება.

 

 

 SemoqmedebiTi