22 იანვარს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა პოეტ თამარ ლომიძის ახალი წიგნების, პოეტური კრებულის „ზღვარი“ (რედაქტორი: ტარიელ ხარხელაური. წიგნი დაიბეჭდა გამომცემლობა „უსტარში“ და შესულია 128 ლექსი.) და საბავშვო წიგნის „კარიუსი და ბაქტუსი“( თამარ ლომიძისა და სვენდ ვოგეს მიერ თარგმნილი თურბიორნ ეგნერის წიგნი. რედაქტორი: მარიამ წიკლაური.) - წარდგინება.

ღონისძიებაზე ხალხური სიმღერები და საგალობლები ნორვეგიულ-ქართულმა ფოლკლორულმა ანსამბლმა „გიორგიმ“ შეასრულა.

საღამოზე ნაჩვენები იქნა თამარ ლომიძის ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრების სლაიდ-შოუ.

ღონისძიებიდან შემოსული თანხა მოხმარდება დაბა ასპინძაში შოთა რუსთაველის სახელობის სახლ-მუზეუმის მშენებლობას.

საღამო საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

 

 SemoqmedebiTi