18 იანვარს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა ქართველი ებრაელი მწერლის, პოეტისა და მთარგმნელის ჯემალ აჯიაშვილის შემოქმედებითი საღამო.

ღონისძიებაზე მობრძანდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის  მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა-ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II და მღვდელმთავრები. უწმინდესმა დალოცა ბატონი ჯემალი და ქართულ-ებრაულ ურთიერთობებზე ისაუბრა.  ღონისძიებაზე  მონაწილეობა მიიღეს პოეტებმა და საზოგადო მოღვაწეებმა.  საღამოს უძღვებოდა  პოეტი ერეკლე საღლიანი.

ჯემალ აჯიაშვილმა თარგმნა მსოფლიო კლასიკური პოეზიის რიგი ნაწარმოებები: ანდალუსის ებრაელი პოეტები, ბიბლიური ფსალმუნები, ძველბერძნული და სპარსული პოეტური კლასიკა, შექსპირის, ჩიკამაცუს, ტირსო დე მოლინას, კარლო გოცის დრამატული პოემები, დანტეს, პეტრარკის, მიქელანჯელოს, რილკეს სონეტები, ვლ.მაიაკოვსკის, .პასტერნაკის და სხვა პოეტების ლექსები.

ბატონი  ჯემალი არის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1984.), ივ.მაჩაბელის სახ. პრემიის ლაურეატი (1995.),  ღირსების ორდენის კავალერი (1996.), პარიზის ქართულ-ევროპული ინსტიტუტის ილ.ჭავჭავაძის სახ. პრემიის ლაურეატი (1991.).

ემალ აჯიაშვილი იყო სახელმწიფო საბჭოს წევრი (1992.), სამჯერ - 1992, 1995, 2000 წლებში - იქნა არჩეული საქართველოს პარლამენტის დეპუტატად. არის საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესისა, ებრაულ თემთა ევროკავშირის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წევრი.

2003 წლის 22 იანვარს მწერალი არჩეულ იქნა სემკ-ის ვიცე-პრეზიდენტად.

ღონისძიება საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

 

 SemoqmedebiTi