ღონისძიებას ესწერობა თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის მიტროპოლიტი თადეოზი. მეუფე, დალოცა დეკანოზი თავმასი და დამსწრე საზოგადოება.

ღონისძიებაზე მონაწილეობა მიიღეს პოეტებმა და საზოგადო მოღვაწეებმა. საღამოს მსვლელობისას მამა თავმასმა წაიკითხა საკუთარი ლექსები.

მამაოს ლექსებზე შექნილი სიმღერები „თეატრელურმა კვარტეტმა“ და „გოგოჭურებმა“ შეასრულეს.

კრებულზე მამა თავმასი ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა და მასში 36 ლექსია შესული. წიგნს აუდიო დისკიც ახლავს.

ღონისძიება საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

 

 

 SemoqmedebiTi