16 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა ცნობილი ქართველი პოეტის ტარიელ ხარხელაურის 65 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო.

ღონისძიებას ესწრებოდა თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის მიტროპოლიტი თადეოზი. მეუფემ, დალოცა პოეტი და დამსწრე საზოგადოება.

საღამოზე მონაწილეობა მიიღეს პოეტებმა და საზოგადო მოღვაწეებმა. ღონისძიების მსვლელობისას ბატონმა ტარიელმა საკუთარი ლექსები წაიკითხა.

ანსამბლმა „ინანამ“ ნანები შეასრულა.

ღონისძიება საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

 

 SemoqmedebiTi