14 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა მირონ ხერგიანის ახალი წიგნის `ოქროს ჭედილა ანუ სვანური აზმანი~ წარდგინება.

საღამოს უძღვებოდა პოეტი ერეკლე საღლიანი.


მირონ ხერგიანის ახალ წიგნში გადმოცემულია სვანური ფოლკლორით გამდიდრებული პოეზია, პროზა და პუბლიცისტიკა. წიგნში ასახულია მირონის განვლილი ცხოვრება.
ღონისძიებას ესწრებოდნენ პოეტის მეგობრები და საზოგადო მოღვაწეები. 
მირონ ბუჯას-ძე ხერგიანი დაიბადა დაბა მესტიაში (1943). დაამთავრა თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტი (1966). პირველი მოთხრობები და წიგნი (`პირველი ღამისთევა~) 1966 წელს გამოაქვეყნა. მ. ხერგიანს ეკუთვნის რომანები (`ღრუბლები შენ გქონდეს~, 1972; `კლდის ვეფხვი~, 1975;), მოთხრობები, ლექსები, ნარკვევები, პუბლიცისტური წერილები (კრებულები `გადასასვლელი~, 1971; `ოქროსფერი რიყე~, 1976; `კარგ ყრმად ვინა ვთქვათ~, 1980; `ფიქრის მურყამი ავაგე~, 1983; `დღეს ღამე უთენებია~ 1984 და სხვა.).

 

 

 

 SemoqmedebiTi