6 დეკემბერს, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიხსნა მხატვარ ვალერი სირბილაშვილის პერსონალური გამოფენა, რომელიც 9 დეკემბრამდე გაგრძელდება.

გამოფენაზე წარმოდგენილია მხატვრის 40-მდე ნამუშევარი, ფერწერაში შესრულებული პორტრეტები და პეიზაჟები. ასევე ხეში ნაკვეთი ნივთები.

გამოფენა საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის ორგანიზებით მიმდინარეობს.

 

 SemoqmedebiTi