30 ნოემბერს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა პოეტისა და საერთო გაზეთის მთავარი რედაქტორის ვახტანგ ხარჩილავას 65 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო.

ღონისძიებაზე პოეტის შემოქმედებაზე ისაუბრეს: მაყვალა გონაშვილმა, ჯანსუღ ჩარკვიანმა, რევაზ მიშველაძემ, ბენო კალანდიამ, ბაღათურ არაბულმა და ა.შ.

საღამოზე ანსამბლ „ინანამ“ შეასრულა ხალხური სიმღერები და ნანები.

ღონისძიება საქართველოს მწერალთა კავშირისა და საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

 

 

 SemoqmedebiTi