30 ნოემბერს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა ახალგაზრდა პოეტის ნიკოლოზ გაბელიას წიგნის „მე ვარ კოლხი იმერი“ - წარდგინება.

ღონისძიებაზე პოეტის ლექსები წაიკითხეს მეგობრებმა: ანდრია ბიბინეიშვილმა, რევაზ ჩხეიძემ, გოგა მაღრაძემ, კონსტანტინე როინიშვილმა, ანა ცხადაძემ და სალომე ცინდელიანმა.

საღამოს უძღვებოდა პოეტი ერეკლე საღლიანი.

ღონისძიება საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

 

 

 SemoqmedebiTi