28 ნოემბერს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიხსნა მხატვარ ვახუშტი რომელაშვილის საქველომოქმედო გამოფენა.

გამოფენიდან შემოსული თანხა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის მონასტერს გადაერიცხება.

საგამოფენო დარბაზში გამოიფინა ფერწერაში შესრულებული ქართველი რეჟისორების, მომღერლების და მსახიობების 80-მდე პორტრეტი. მხატვარმა მოწვეულ სტუმრებს საჩუქრად საკუთარი პორტრეტები გადასცა.

გამოფენის გახსნას დაესწრო ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ალექსანდრე ნიკოლაიშვილი, მსახიობები, რეჟისორები და მომღერლები.

გამოფენა ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის ალექსანდრე ნიკოლაიშვილისა და საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

 

 

 SemoqmedebiTi