16 ნოემბერს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა ცნობილი ქართველი მწერლის ჭაბუა ამირეჯიბის (ბერი დავითი) 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო.

საღამოზე ისაუბრეს მწერლის შემოქმედებაზე მაყვალა გონაშვილმა, ჯანსუღ ჩარკვიანმა, რევაზ მიშველაძემ, ვაჟა აზარაშვილმა, ოთარ მეღვინეთუხუცესმა და სხვა მწერლებმა, საზოგადო მოღვაწეებმა.

ღონისძიებაზე საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე - მაყვალა გონაშვილმა, ჭაბუა ამირეჯიბის მეუღლე _ ქალბატონ თამარ ჯავახიშვილს მწერალთა კავშირისგან ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემია გადასცა.

საღამოზე მრავალჟამიერი და საგალობელი „წმიდაო ღმერთო“ შეასრულა ანსამბლმა „საგალობელი“.

ღონისძიება საქართველოს მწერალთა კავშირისა და საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

 

 

 SemoqmedebiTi