14 ნოემბერს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა გიორგი ტიგინაშვილის წიგნის „უწმიდესი და უნეტარესი კირიონ II და ქართული საზოგადოება“_ წარდგინება.

ღონისძიებაზეწიგნის შესახებ ისაუბრეს: არქიდიაკონმა დემეტრე დავითაშვილმა,დეკანოზმა პეტრე კვარაცხელიამ,დეკანოზმა თეიმურაზ თათარაშვილიმა, ისტორიკოსმა სერგო ვარდოსანიძემ.

წიგნი „უწმიდესი და უნეტარესი კირიონII და ქართული საზოგადოება“ გამოიცა ბოლნელ ეპისკოპოს ეფრემის (გამრეკელიძე) ლოცვა-კურთხევითა და ხელშეწყობით.

წიგნში შესულია წმ. კირიონ მეორის ბიოგრაფიული ცნობები, შემოქმედებითი მოღვაწეობა, ურთიერთობა საზოგადოების წარმომადგენლებთან და მისი ეპისტოლარული მემკვიდრეობა, ასევე ბრძოლა ავტოკეფალიისათვის.

ღონისძიება გიორგი ტიგინაშვილისა და საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

 

 

 SemoqmedebiTi