7 ნოემბერს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის, ლეო შერვაშიძის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო.

ღონისძიებას დაეწრო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე.

უწმინდესმა დალოცა დამსწრე საზოგადოება და ღონისძიების ორგანიზატორები, ისაუბრა ბატონი ლეო შერვაშიძის მოღვაწეობაზე.

გამოიფინა ბატონი ლეოს შექმნილი 27 საგვარეულო გერბი (თავად შერვაშიძეების; თავად დადიანების; თავად ჩიჩუების; თავად ჩიქოვანების; თავად ანჩაბიძეების; თავად სიდამონიძეების; თავად მიქელაძეების; თავად ვაჩნაძეების; თავად გელოვანების და ა.შ.), ასევე მისი ოჯახის ისტორიული ფოტოები.

ღონისძიება გაიმართა ქართული ჰერალდიკის სახლის, საქართველოს თავადაზნაურთა დარბაზისა და საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის ორგანიზებით.

 

 

 SemoqmedebiTi