12 ნოემბერს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა ცნობილი ქართველი პოეტის თემურ ჩალაბაშვილის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო.

საღამოს ესწრებოდა თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის მიტროპოლიტი თადეოზი. მეუფემ დალოცა სტუმრები და პოეტის შემოქმედებაზე ისაუბრა.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ ცნობილი ქართველი პოეტები: ტარიელ ხარხელაური, ერეკლე საღლიანი, ნათია ავსაჯანიშვილი, მაყვალა გონაშვილი და ა.შ.

საღამოზე სიმღერები შეასრულეს ფოლკლორულმა ანსამბლმა: „ინანა“ და საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ანსამბლმა „იავნანამ“.

საღამოზე ბატონმა თემურმა წაიკითხა საკუთარი ლექსები .

 

ღონისძიება საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

 

 SemoqmedebiTi