31 ოქტომბერს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა ახალგაზრდა პოეტის ია ჯღარკავას პოეზიის საღამო, რომელიც მიეძღვნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქს, მცხეთა-თბილსის მთავაეპისკოპოს, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესა და უნეტარეს ილია II.
ღონისძიებას ესწრებოდა თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის მიტროპოლიტი თადეოზი. მეუფემ დალოცა ახალგაზდა პოეტი და მოწვეული სტუმრები.
საღამოზე სიტყვით გამოვიდნენ: თემურ ჩალაბაშვილი, თეიმურაზ ქორიძე, ტარიელ ხარხელაური, ერეკლე საღლიანი, გულიკო მჭედლიძე, ნათია ავსაჯანიშვილი.
პოეტმა ია ჯღარკავამ პატრიარქისადმი მიძღვნილი 12 ლექსი წაიკითხა. საღამოზე ფოლკლორულმა ანსამბლმა "ინანა" , ასევე საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ანსამბლმა "იავნანა" ხალხური სიმღერა და საგალობელი შეასრულეს.
ღონისძიება საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრისა და პოეტ ია ჯღარკავას ორგანიზებით გაიმართა.

 

 SemoqmedebiTi