30 ოქტომბერს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიხსნა მხატვრული კვეთის სპეციალისტის იური დონაძის გამოფენა-გაყიდვა თემაზე: "ქართველი საქართველოსთვის", რომელიც 6 ნოემბრამდე გაგრძელდება.

გამოფენაზე წარმოდგენილია ფერწერული ნამუშევრები, ხეში ნაკვეთი ნივთები, ხატწერა, ჭედურობა და ქვაში კვეთა.

გამოფენიდან შემოსული თანხა მოხმარდება ამბროლაურის რაიონის სოფელ ხიმშის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას.

გამოფენა საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის ორგანიზებით მიმდინარეობს.

 

 

 SemoqmedebiTi