29 ოქტომბერს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში საქართველოს საპატრიარქოს, საერთაშორისო დემოკრატიული განვითარების ცენტრისა და გაზეთ "ობიექტივის" ორგანიზებით გაიმართა ფოლკლორული საღამო ბავშვთა სტუდიების მონაწილეობით.
მონაწილეობა მიიღეს: რუსთავის ფოლკლორულმა სკოლამ, მარნეულის კულტურის სახლთან არსებულმა ამსამბლმა, საქველმოქმედო ფონდმა "საქართვველოს კარიტასი" და დები ჭოხონელიძეების სტუდიის აღსაზრდელებმა. 
ღონისძიებას ესწრებოდნენ გლდანის კრიზისული ცენტრის აღსაზრდელები და სხვადასხვა უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლის სტუდენტები.

ღონისძიების ბოლოს, ქალბატონმა ნელი ჯიქურმა გლდანის კრიზისული ცენტრის აღსაზრდელებს, პატრიარქის საგალობლები, საბავშვო სახარება და ხატები გადასცა. 

 

 SemoqmedebiTi