26 ოქტომბერს  საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში  გაიმართა ელგუჯა უძილაურის და ლადო ჭინჭარაულის შემოქმედებითი საღამო.


პოეტების ლექსებზე შექმნილი სიმღერები შეასრულეს: ახმეტის მომღერალთა გუნდმა, დებმა გოგოჭურებმა, ანსამბლმა "ფშავი" და სულთან ბორჩაშვილმა.

საღამოზე  ლექსები წაიკითხეს: ნინო ჭინჭარაულმა, ირაკლი ჭინჭარაულმა, მაია გონჯილაშვილმა და მიხეილ ღანიშაშვილმა.

ღონისძიება ირაკლი ყალიჩავასა და  საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.




 

 

 SemoqmedebiTi