17 ოქტომბერს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში  გაიმართა წმ. აღმსარებელი ამბროსის (ხელაია) 150-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო სხდომა.

კონფერენციას ესწრებოდნენ ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე (ცაავა) და რუსთავისა და მარნეულის მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი).
წმ. აღმსარებელი ამბროსის (ხელაია) 150-ე წლისთავისადმი მიძღვნილ სხდომაზე მოხსნებებით წარსდგნენ: ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი სერგო ვარდოსანიძე,  ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრი ჯემალ გამახარია. მათ გაიხსენეს წმ. ამბროსი აღმსარებლის განვლილი ცხოვრება და მოღვაწეობა.  
ღონისძიება საქართველოს საპატრიარქოს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ორგანიზებით გაიმართა.

 

 

 SemoqmedebiTi