ორშაბათს ახალგაზრდული ცენტრის დარბაზში გაიმართა პოეტ თინათინ რეხვიაშვილის შემოქმედებითი საღამო.

 

10 ოქტომბერს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა პოეტ თინათინ რეხვიაშვილის შემოქმედებითი საღამო.

საღამოს უძღვებოდა პოეტი ერეკლე საღლიანი. ღონისძიებაზე თინათინ რეხვიაშვილმა საკუთარი შემოქმედებიდან ლექსები წაიკითხა.

თინათინ რეხვიაშვილი დაიბადა 1990 წლის 21 აპრილს. იგი ლექსებს 9 წლიდან წერს. სწავლობს ი. ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. გამოცემული აქვს სამი პოეტური კრებული. პირველი კრებული სახელწოდებით _ `და დრო სულ ცოტა ხნით ჩერდება~, გამოიცა 2003 წლის 1 დეკემბერს. მეორე კრებული მიეძღვნა ქ.ბ. თამარ ჭოხონელიძეს, გამოიცა 2005 წლის 6 დეკემბერს. მესამე კრებული, სათაურით `ოცნების ზღვა~, 2006 წლის 12 მარტს გამოიცა.

თინათინის ლექსები ყველა თემას ეხმიანება. ახალგაზრდა პოეტი მომავალში გეგმავს გამოსცეს ახალი კრებული, სახელწოდებით `ჩემი სიყვარული ჩემზე ძლიერია~.

 

Last Updated (Monday, 10 October 2011 23:27)

 

 SemoqmedebiTi