1 ივლისს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა სახალხო მხატვრის, აკადემიკოს . თოიძის სახ. ხელოვნების სტუდიის მოსწავლეთა საქველმოქმედო გამოფენა - გაყიდვა.

გამოიფინა ბავშვების ხელნაკეთი ნივთები, ნაქარგები, დეკორატიული აქსესუარები და ფერწერაში შესრულებული ნახატები.

აქციიდან შემოსული თანხა გადაერიცხება მახათას მთაზე მშენებარე ივერიის ღვთისმშობლის სახ. ტაძრის ფონდს.

ღონისძიება . თოიძის სახ. ხელოვნების სტუდიის ხელმძღვანელის _ . ფირცხალავასა და საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

 

 SemoqmedebiTi