27 ივნისს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა ანსამბლინანას” შემოქმედებითი საღამო _ “იავნანამ რა ჰქმნა”.

ფოლკლორულმა ანსამბლმა შეასრულა საქართველოს სხვადასხვა კუთხის 18 ნანა და იავნანა. საღამოზე თავიანთი შემოქმედებიდან ლექსები წაიკითხეს წმინდა კოზმა და დამიანეს სახ. ტაძრის მღვდელ-მონაზონმა _ სერაფიმე ფილიამ, წმ. სამების ტაძრის მღვდელმსახურმა _ პეტრე კვარაცხელიამ, პოეტებმა: თინათინ მღვდლიაშვილმა, ერეკლე საღლიანმა, დავით შემოქმედელმა და მიხეილ ტყებუჩავამ (მებაღე).

ღონისძიება ანსამბლინანა” ხელმძღვანელის _ მარინა კოლხიდაშვილისა და საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

 

 SemoqmedebiTi