26 ივნისს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა პოეტ მამუკა დემეტრაშვილის პოეზიის საღამო.

საღამოს უძღვებოდა პოეტი _ ქეთევან შენგელია. სიტყვით გამოვიდნენ მამა ზაქარია ძინძიბაძე და პროზაიკოსი _ თემურ ნადარეიშვილი, რომლებმაც მიმოიხილეს პოეტის შემოქმედება.

მამუკა დემეტრაშვილი დაიბადა . ყვარელში, 1969 წლის 13 მარტს. 1986 წელს დაამთავრა ყვარლის #2 საშ. სკოლა და იმავე წელს ჩაირიცხა .ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1991 წლიდან მუშაობს ამავე უნივერსიტეტის, ფიზიკის ფაკულტეტზე. 2005 წელს გამოსცა ლექსების კრებული _ უმისამართო ღიმილი. 2011 წელს გახდა ფესტივალ წმინდა ნინოს ჯვარის ერთ-ერთი გამარჯვებული. პოეტი არის საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი.

ღონისძიება მამუკა დემეტრაშვილისა და საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

 

 SemoqmedebiTi