24 ივნისს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა პოეტის, მწერლის, საზოგადო მოღვაწისა და აკადემია ქალდეას ყოფილი წევრის _ შალვა მჭედლიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო.

შალვა მჭედლიშვილი დაიბადა 1923 წლის 21 აპრილს კახეთში, სოფელ ანაგაში, გამოცემული აქვს 10-ზე მეტი წიგნი, არის ავტორი სამეცნიერო და პუბლიცისტური წერილებისა. წერდა ლექსებსა და ზღაპრებს.

ოეტი 1945 წლის 27 მარტს იდეოლოგიურად მიუღებელი ლექსების გამო დააპატიმრეს. ორ წელზე მეტი გაატარა საპატიმროში. მოგვიანებით კი, როგორც პოლიტპატიმარი, ისე გადაასახლეს. 1957 წლის 27 მარტს გაათავისუფლეს, მაგრამ სახლში დაბრუნების ნაცვლად, ვორკუტის ციხეში შეასახლეს, ხოლო შემდეგ სამუდამო გადასახლებაში ყაზახეთის რესპუბლიკის ქალაქ ყარაღანდაში გადაასახლეს. იქვე გადასახლებაში დაამთავრა ყარაღანდის სამედიცინო ინსტიტუტი.

მწერალი გადასახლებიდან ამნისტიით დაბრუნდა სამშობლოში _ 1957 წელს. Mმას ლექსებს არ უბეჭდავდნენ. შოვში, ბორჯომში, გაგრაში, წყალტუბოსა და ახტალაში წლების მანძილზე მუშაობდა მკურნალ ექიმად.

შალვა მჭედლიშვილი გარდაიცვალა 2007 წლის 5 მაისს _ ქალაქ თბილსში.

საღამოზე პოეტის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ისაუბრეს: ვაჟა ეგრისელმა, ერეკლე საღლიანმა, რომულ ჯაფარიძემ, ვანო შუშტაკაშვილმა, სიმონ ზაქარიამ, ვახტანგ თორაძემ, გია კვაშილავამ, ომარ შამათავამ, ნინო ჯიქიამ, ია ქადაგიძემ, ვანო მეგრელმა,შარაბ ხოჯოლავამ, სერგო წურწუმიამ, შალვა სიჭინავამ, ზოია ვაშაკიძემ, ნათელა გოხელაშვილმა და კუკური ფიფიამ.

ღონისძიება საქართველოს მწერალთა, მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა აკადემია ქალდეასა და საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

 

 SemoqmedebiTi