1 ივნისს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა პოეტ ზოია ვაშაკიძის შემოქმედებითი საღამო და წარედგინა მისი პოეტური კრებულები: “საქართველოს იმედი ხარ”, “რჩეული ლირიკა”, "ხატის წინ ჩურჩულით ნათქვამიდა `ჩემი ჯიხაიში”.

ზოია ვაშაკიძე დაიბადა 1938 წლის 2 ივლისს, სამტრედიის რაიონში, სოფელ ჯიხაიში. პოეტი 14 პოეტური კრებულის ავტორია; მისი ლექსები შეტანილია სხვადასხვა გამოცემებში _ „მზითვის წიგნი“, „ლექსები დედაზე“, „საბავშვო ანთოლოგიასადაქართული პოეზიის ანთოლოგიაში“. ზოია ვაშაკიძე საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი და მაყვალა მრევლიშვილის სახ. პრემიის ლაურეატია.

ღონისძიება მიეძღვნა ბავშვთა საერთაშორისო დღეს.

საღამო საქართველოს მწერალთა კავშირისა და საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

 

 SemoqmedebiTi