24 მაისს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა თბილისის #175- საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეების ღონისძიება. მოეწყო ბავშვების ხელნაკეთი და ელექტრონული წიგნების _ “საგზალი უკვდავებამდეწარდგინება და ქართული ხალხური ზღაპრის მიხედვით შექმნილი ანიმაციური ფილმის _ "მიწა თავისას მოითხოვს" ჩვენება.

გამოიფინა ზღაპრის თემაზე შექმნილი ნახატები და ნაძერწები.

საღამოს ესწრებოდნენ: 175- საჯარო სკოლის დირექტორი თინათინ ალავიძე, პედაგოგები, მშობლები, მოსწავლეები და მოწვეული სტუმრები.

ღონისძიება 175- საჯარო სკოლის პედაგოგის ნანა თედორაიას და საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

 

 SemoqmedebiTi