22 მაისს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა საბავშვო წიგნის II ფესტივალი.

ღონისძიებას  ესწრებოდნენ: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II, მღვდელმთავრები და მოწვეული სტუმრები.

წიგნი ჩვენი უპირველესი განვითარების საშუალება უნდა იყოს. ვფიქრობ, ამ საკითხს უფრო ღრმად უნდა შევეხოთ. აუცილებელია, შეიქმნას წიგნის კითხვისადმი განწყობა. მადლობა ყველა ავტორს, რადგან ყველას არ შეუძლია ბავშვისთვის წერა და ხატვა“, _ ბრძანა უწმინდესმა.

ფესტივალში მონაწილე გამომცემლობები :

ანბანი“, „ელფი“ „დილა“, „ბაკმი“, „შემეცნება“, „დიოგენე“, „სეზანი“, „კლიო“, „პეგასი“, „გორგადა სხვა.

საბავშვო წიგნის ფესტივალის გამოფენა-გაყიდვასთან ერთად გაიმართა გამომცემლობებისა და საბავშვო წიგნის ავტორების დაჯილდოვება.

დაჯილდოვდა:

საუკეთესო საბავშვო პოეზიის კრებულის ავტორი_ნათია ჯანაშია;

საუკეთესო საბავშვო შემეცნებითი წიგნის ავტორი_ ვიოლეტა კვირიკაშვილი;

საუკეთესო საბავშვო წიგნის ავტორი _ ოლესია თავაძე;

საუკეთესო საბავშვო წიგნის ილუსტრაციების ავტორი_ოლესია თავაძე;

საუკეთესო ილუსტრაციების ავტორი_ „ზღაპრები ბექნა ბიჭზე“_ გამომცემლობაბაკმი“_ მხატვარი რუსუდან ყიფიანი;

საუკეთესო ზღაპრების კრებული _„ზღაპრები ბექნა ბიჭზე“ _გამომცემლობაბაკმი“_ავტორი ბონდო მაცაბერიძე;

საუკეთესო საბავშვო პოეზიის კრებული_„გასაფერადებელი ლექსები“_გამომცემლობაშემეცნება“ _ ავტორი: მარიამ წიკლაური;

საუკეთესო საბავშვო მოთხრობების კრებული_„ქართული საბავშვო მოთხრობები“ _ გამომცემლობა შემეცნება“;

საუკეთესო საბავშვო წიგნი ხელოვნებაზე _„მუსიკა“_გამომცემლობადიოგენე“;

კლასიკოსები საბავშვო ლიტერატურაში _გოდერძი ჩოხელი_„დამიბრუნეთ ჩემი ირმები“_გამომცემლობადილა“;

საუკეთესო საბავშვო შემეცნებითი წიგნი _ „თბილისი“;

საუკეთესო საბავშვო გამომცემლობა- „ანბანი“ ;

ფესტივალის დაჯილდოვების ცერემონიალს აფორმენდა კონცერტი, მგალობელთა გუნდებისა და ქართული ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით.

ღონისძიება საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

 

 

 SemoqmedebiTi